UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი ამჟამად კვლავ მარტოა, საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი იყო მისი პირველი მეუღლის, ილიას უფროსი შვილის - ჰუგოს დედის ვინაობა. „Ambebi.ge“-მ ექსკლუზიურად გაარკვია, ვინ არის ის და მოიპოვა უნიკალური ფოტოები, რომლებიც ადასტურებს, რომ იგი ჩემპიონის ოჯახთან დღემდე თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს.
ილია თოფურიას პირველი მეუღლე პილარ კასანოვაა. რომელთანაც მას ვაჟი - ჰუგო ჰყავს. როგორც ირკვევა, მიუხედავად დაშორებისა, ჰუგოს დედას თოფურიების ოჯახთან იმდენად ახლო კავშირი აქვს, რომ ის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, ილიას ბოლო ბრძოლის წინ, ჩემპიონის ოჯახის გვერდით იმყოფებოდა.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია, შვილის ბრძოლის წინა დღეს ოჯახური შეკრებიდან „სთორებს“ აქყვეყნებდა. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც „Ambebi.ge“-მ მოიძია, ილიას დედასთან თბილად ჩახუტებული სწორედ პილარ კასანოვა ჩანს. ეს ფოტო მოგვიანებით თავად პილარმაც გააზიარა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, ილიას დედა მონიშნა და ქართული სიტყვა ლათინური შრიფტით დააწერა: deda.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია და მისი მეორე მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი ოფიციალურად განქორწინდნენ. წყვილის ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურ მედიაში გავრცელდა, მოგვიანებით კი სასამართლო დავისა და შეთანხმების დეტალებიც გახდა ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ განქორწინება 2025 წლის ბოლოს მოითხოვა, რის შემდეგაც მხარეებს შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. თავად ილია აცხადებდა, რომ პირადი და ოჯახური პრობლემების გამო გარკვეული პერიოდი სპორტული კარიერაც შეაჩერა. მოგვიანებით ესპანურმა გამოცემა Marca-მ დაწერა, რომ ყოფილმა მეუღლეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სასამართლო დავა დასრულდა.
წყვილს საერთო შვილი - ქალიშვილი დედის მოსახელე, ჯორჯინა ჰყავს. ბოლო თვეებში მათი ურთიერთობა აქტიურად განიხილებოდა როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ერთმანეთისგან დისტანცირების შემდეგ.

ილია თოფურიას საკულტო ბრძოლის წინ, ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ სპორტსმენის დედასთან, ინგა თოფურია-ბენდელიანთან მოკლე, თუმცა ძალიან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა. საუბრის მთავარი თემა ჩემპიონის პირადი ცხოვრება, ოჯახური გეგმები და მომავალი მეუღლის კრიტერიუმები აღმოჩნდა.
ინგა თოფურია-ბენდელიანმა ღიად უპასუხა საზოგადოებაში არსებულ ინტერპრეტაციებს იმის შესახებ, თუ ვის სურს ხედავდეს შვილის გვერდით და ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის თავად ილია იღებს.

„მე ძალიან მინდა ილიას ჰყავდეს მოსიყვარულე მეუღლე. მინდა, რომ ჩემი შვილიშვილები აუცილებლად ქართული ტრადიციებით გაიზარდონ. თუმცა, ეს შეუძლია გააკეთოს არაქართველმაც, რომელსაც ეყვარება თავისი ქართველი მეუღლე. ვისაც ჩემი შვილი ეყვარება და ქართულ ტრადიციებს პატივს სცემს, ის იქნება ილიას მეუღლე, რასაც საბოლოოდ ისევ ილია გადაწყვეტს და არ ვწყვეტ მე, როგორც ამის ინტერპრეტირებას აკეთებენ. მე არავის ვურჩევ მეუღლეებს.
როგორ არ მინდა, რა თქმა უნდა, მინდა ქართველი რძალი. თავისთავად ლოგიკურიც არის და ბევრი მიზეზის გამო უნდა მინდოდეს კიდევაც, ძალიან მიყვარს ქართველი გოგოები. მე შემიძლია მას მხოლოდ რჩევა მივცე და ვუთხრა, თუ როგორი ადამიანი უნდა იყოს ასეთი ძლიერი კაცის გვერდით.
ილიას გვერდით ყოფნა რთულია. მისი მეუღლე არ უნდა დანებდეს, ის ძლიერი უნდა იყოს. ილიას გვერდით ძლიერი ბებიები და ძლიერი დედა დგანან, ამიტომ ის არა ძლიერ ადამიანთან კომფორტის ზონაში ვერ იქნება. ძლიერი არ ნიშნავს იმას, რომ ნაზი არ იყოს - ილიას ძალიან უყვარს სინაზე, მაგრამ მისი პარტნიორი მებრძოლი უნდა იყოს და ყველაზე მეტად - არ უნდა იწუწუნოს. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას გადაწყვეტილებაა“, - ამბობს ინგა თოფურია-ბენდელიანი.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიასა და მისი პირველი მეუღლის ერთობლივი ფოტოები სოცქსელში დღემდე იძებნება, რაც სავარაუდოდ, მიანიშნებს იმაზე, რომ წყვილმა დაშორების შემდეგაც ცივილური, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა და მათ საერთო წარსულს პატივს სცემენ.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძილის წინ ეს იგივეა, მანქანა მთელი ღამე დაქოქილი დატოვო“ - გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ!
🎥 „ერთხელ და სამუდამოდ დავამსხვრიოთ ეს მითი!“ - შეიძლება თუ არა ზაფხულში „ცე“ ვიტამინის გამოყენება?