Digest Logo

„დედაჩემმა დამირეკა: „ეს ფოტო აიღეო“ - თქვენც ამ დღეში ხართ?“ - რა ფოტოს აქვეყნებს მაია ასათიანი

1762349211
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან ამჯერად მორიგ ფოტოს აქვეყნებს და გამომწერებს მიმართავს კითხვით:

„დედაჩემმა დამირეკა, ეს ფოტო აიღეო თქვენც ამ დღეში ხართ? არადა როგორ მომწონს“, - წერს მაია ასათიანი და ფოტოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, მაია ასათიანმა ტელევიზიაში კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გამოჩენა მაყურებელმა გადაცემა „ალიონში“ იხილა, რითაც ახალგაზრდა წამყვანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდგომ წლებში იგი აქტიურად ჩაერთო საინფორმაციო ჟურნალისტიკაში.

2000-იანი წლების დასაწყისში მაია ასათიანმა წამოიწყო საავტორო გადაცემა „პროფილი“, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემად ქართულ ტელესივრცეში. გადაცემაში გაჟღერებული ადამიანური ისტორიები, გულწრფელი საუბრები მაიას ხელწერად იქცა.

მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ერთი შვილი ჰყავდათ - ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული და 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენი სიყვარული მარადიული იქნება“ - გიორგი ძოწენიძისა და მია მაჩაბლის რომანტიკული კადრები

📸 „გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა და დამიკომპენსირა“ - ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთიდან შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ...“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია საქართველოსა და მსოფლიოზე