Digest Logo

„დედაჩემს ქართული სატელევიზიო ფილმების შექმნაში უდიდესი ღვაწლი აქვს და ეს დღეს აღარსად ჩანს“ - ხათუნა ნოელი დედაზე

1765392612
 ხათუნა ნოელი. 

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი დედაზე სტატუსს აქვეყნებს და მასთან დაკავშირებით ემოციურ მოგონებებს იხსენებს:

„დედა მუშაობდა ტელევიზიაში. მემონტაჟე იყო. თან ძალიან კარგი. შრომა არ ეზარებოდა(მზით თხის რქას), შეეძლო, თუ საქმე ითხოვდა, ფირზე გაეთენებინა. მისი გაკეთებული „ლენტები“ სრულიად უხარვეზო იყო. ამიტომ რეჟისორებს ტაციაობა ჰქონდათ დედაზე, რომ როგორც კი წინა საქმისგან გათავისუფლდებოდა, თავიანთი მასალა ჩაებარებინათ.

რა სამწუხაროა, რომ მემონტაჟის შრომა არ მიიჩნეოდა აღნიშვნის ღირსად და ტიტრებში არ იწერებოდა მათი გვარები...

არადა, დედაჩემს ქართული სატელევიზიო ფილმების შექმნაში უდიდესი ღვაწლი აქვს და ეს დღეს აღარსად ჩანს.
მე მხოლოდ ნაწილი მახსოვს იმ ფილმებისა, რომლებზედაც დედა მუშაობდა. პირველი გამოცდილება სატელევიზიო ფილმზე მუშაობისა, რეზო ესაძესთან თანამშრომლობისას მიიღო. „წკიპურტები“ ერქვა იმ ფილმს. რაღაცნაირად, საყვარელი სახელია და ჩამრჩა გონებაში.

იქამდე ძირითადად „მოამბეზე“ და მოსკოვიდან გადმოგზავნილ სასწრაფო მასალებზე მუშაობდა. „ლონდრეც“ დედას გაკეთებულია. გადაღებაზეც ვახლდი დედასთან ერთად. ფოტოც გვაქვს ალბომში.

„ქორწილი“, „რეკორდი, „ნეილონის ნაძვის ხე, „ლაზარე“... ეს რაც მე მახსენდება, ანუ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დიდი სიიდან... ვიფიქრე, ვიდრე ესენი მაინც მახსოვს მეთქი და ამან დამაწერილა ეს პოსტი...  

ფოტოზე მე და ნინიკო ვართ.
მერე ვიპოვი ტელევიზიაში გადაღებული ფოტოებსაც და დავდებ. უნდა იყოს სადღაც ალბომებში,“ - წერს ხათუნა ნოელი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ისინი, ვისაც შენი ცუდი უხარია, ისინი, ვინც ცდილობენ დაგასუსტონ, არ არიან შენი მეგობრები — მრავალჯერ განიშნებს ამას სამყარო, მაგრამ არ გინდა ხედავდე, რადგან გეშინია მარტო დარჩენის“ -  რას წერს თეო ხაბულიანი

⭕სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა - „გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს“

🎥 💍ქეთი ჩხაიძეს მეუღლემ ხელი მეცამეტედ სთხოვა - მანდატურის და სკოლის მოსწავლის სიყვარულის ისტორია