
24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:
„დედამ მითხრა: - მზეს ხშირად დაენახე ხოლმეო“, - წერს ბარბარა კადრებზე.
კადრებმა საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„ბარბარა დედიკო მომიკითხე დიდი სიყვარულით.ზაფხულში მთელი ბავშვობა ანანურში გვაქვს გატარებული მე და ჩემ ძმას (ჟაკოსთან)“,
„ღმერთმა ეს ღიმილი არ მოგიშალოთ და მუდამ ბედნიერები იყავით“,
„საუკეთესო დედის გაზრდილი შვილი ხარ, ასევე შენი დედიკოც საუკეთესო ქალბატონმა, შენმა ძვირფასმა ბებომ გაზარდა, ოქრო გოგო ამიტომ ხარ. მიყვარხართ“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკატერინე ტუღუში შავ კორსეტში პოზირებს - მოდელის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა
🎥 ბრაზილიაში 2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა - ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება