Digest Logo

🎥 „მე არანაირი თანხა მიხსენებია, ერთადერთი რაც გთხოვეთ ეს იყო მორალური მხარდაჭერა... ასეთი ტყუილის მოგონება რაში უნდა დამჭირდეს“ - სალი წვერავა მიმართვას ავრცელებს!

1751821462
სალი წვერავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუმატა არხზე.  
მისმა მეუღლემ სალი წვერავამ, შოკის მომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს.

ამჯერად, სალიმ სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია გაავრცელა:

„მნიშვნელოვანი დეტალები გიოზე ❤️ ყველას კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას ❤️ ჩემს მეგობრებს ჩემს აუდიტორიას ჩვენს გულშემატკივრებს 🙏

ჩემო ყველაზე ძლიერო ყველაფერი საუკეთესოდ იქნება“, - წერს სალი წვერავა. 

როგორც სალი ჰყვება, ერთადერთი რაც საზოგადოებას სთხოვა ეს იყო მორალური მხარდაჭერა, რომ როდესაც გიორგი ჩამოვიდოდა თავი მხნედ ეგრძნო.

„მე არანაირი თანხა მიხსენებია არსად, ერთადერთი თქვენ რაც გთხოვეთ ეს იყო მორალური მხარდაჭერა და სიტყვებით გამხნევება, რადგან მისთვის დიდი დანაკარგია ეს ნივთები, რომელსაც გაჰყვა მისი კადრები, რაც კი აქამდე ჰქონდა გადაღებული.

მისთვის ეს მოგზაურობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება, გუშინ მეც ძალიან ემოციურად ვიყავი. ადამიანი წავიდა თავისი ბავშვობის ოცნების ასახდენად და დაკარგა ყველაფერი“, - ამბობს სალი.

როგორც იგი ვიდეოში ჰყვება, მან ფული ჩაურიცხა გიდს, რომელიც წინასწარ დაიქირავეს და გადაუხადეს თანხა, სწორედ გიდმა მიაქცია გიორგის ყურადღება და წაიყვანა სავადმყოფოში, ასევე გიდს სალიმ, ჩაურიცხა ფული, რომლითაც ტელეფონი იყიდა გიორგიმ და ისე წავიდა ამაზონის ჯუნგლებში გადასაღებად.

„გიორგი, რომ უკან დაბრუნდეს ყველა საბუთი მზად არის.

ჩართულია ყველა ადამიანი, ასეთ შემთხვევაში არ მზადდება პასპორტი, მზადდება უკან დასაბრუნებელი საბუთი, რომელიც უკვე მზადაა“, - ამბობს ინფლუენსერი.

ვიდეო მიმართვა ვრცლად ნახეთ აქ 👇

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by S A L I (@salitsverava)

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლა ბუბუ“ არის დემონური ენერგიების სახლი და ვისაც ეს გაქვთ, თქვენ ცხოვრებაში იქნება კონფლიქტი, მესამე თვალის გახსნა და ავარიები...“ - გოგა მანიას გაფრთხილება!

⭕„ცოცხალი ყვავილებით მოვაჭრეები ჩვენ რომ ვიძინებთ, მაშინ იღვიძებენ...“ - ზურა შევარდნაძის ემოციური პოსტი

🎥 ზოდიაქოს ნიშნები და საბედისწერო დღეები ივლისი განმავლობაში - თაკო მელიქიშვილის რჩევები!