Digest Logo

„დედამიწაზე მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ადამიანების არასწორმა, დაუდევარმა ეკოცხოვრებამ გამოიწვია“ - გოგა ჩანადირი

1726821939
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპაში, უმეტესად აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა წყალდიდობას ებრძვიან.

„ევროპაში, უმეტესად აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღეა წყალდიდობაა.

დატბორილია რამდენიმე ქვეყნის უამრავი დასახლება. არის მსხვერპლი. ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონზე ადის და კიდევ გაიზრდება.

მათთან ასეთი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ. სპეციალისტები მიზეზად კლიმატურ ცვლილებებს მიაწერენ.
ჩვენთან ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც კლიმატური ცვლილება მოგონილი ამბავი ჰგონია.

სინამდვილეში დედამიწაზე მძიმე პროცესები მიმდინარეობს, რაც ადამიანების არასწორმა, დაუდევარმა ეკოცხოვრებამ გამოიწვია და შედეგებს ყველა ქვეყანა მძიმედ იწვნევს. საჭიროა გადამჭრელი ზომების მიღება დედამიწის ამოსასუნთქად“, - წერს გოგა ჩანადირი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მომატებული იქნება შფოთვები და შიშები“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „ჩვენი ულამაზესი გოგო… როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“ – ია ფარულავა

🎥 რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე? - ვრცელდება, სათვალთვალო კამერის მორიგი ჩანაწერი