
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, გარდაიცვალა განათების მხატვარი - ია ნადირაშვილი.
ამ სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში მსახიობი - გიორგი ვარდოსანიძე გამოეხმაურა და მეგობარს დაემშვიდობა.
„ამ ლამაზმა ქალმა დაგვტოვა და წავიდა... პატარა ვიყავი თეატრში რომ მივედი და იმ დღიდან დედასავით მექცეოდა.
თავის საქმეზე იყო უზომოდ შეყვარებული და თეატრს განსაკუთრებულ სითბოს მატებდა. ძალიან დაგვაკლდება ჩვენი იაკოს შუქი ოჯახის წევრებს და ვინც იცნობდით.... ვიზიარებ თქვენს მწუხარებას“, - წერს მსახიობი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ესეც 68 ახალგაზრდებს ნუ გეშინიათ! მშვენიერი ასაკი ყოფილა“ - მსოფლიო ბანი იუბილარია
🔵„დღეს მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს და ფულის სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი
🔵🎥 კაცი, რომელიც მიწისძვრიდან 138 საათის შემდეგ გადაარჩინეს, მაშველებს ხელზე კოცნის