ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დედის დღეზე წერს:
„დედა ყველაზე ძლიერია.
დედა ყველაზე ერთგულია.
დედა ყველაზე ლამაზია.
დედა ყველაზე ტკბილია.
დედა ყველაზე მოსიყვარულეა.
დედა ყველაზე ახლობელია.
მისი მზერა ღმერთისგანაა.
მისი ხელების სითბო ღმერთისგანაა.
მისი ლოცვა ღმერთისგანაა.
მისი ღიმილი ღმერთისგანაა.
მისი ზრუნვა ღმერთისგანაა.
მისი მოფერება ღმერთისგანაა.
ის სიცოცხლეა.
ის ბედნიერებაა.
ის დაცვაა.
ის თავგანწირვაა.
ის მშვენიერებაა.
ის იდუმალებაა.
ის სიყვარულია.
დედის ფიქრსა და გრძნობაში მარცხდება სიტყვა „შეუძლებელი“.
უპირველესი დედა - ღვთისმშობელი - მფარველობდეს სამყაროს, საქართველოსა და ჩვენს შვილებს.
ჩემი წიგნების თაროზე დედაჩემის ფოტო დევს.
უკვე ბევრი წელია, მოუსვლელად იღიმება და სახლიდან ყოველი გასვლისას მლოცავს.
მას არ შეუძლია, ისე წავიდეს, რომ აქ არ იყოს.
მე ამას ვგრძნობ.
მე ეს ვიცი.
ეს ძალას, სიყვარულსა და პასუხისმგებლობას მმატებს.
განა თქვენ ასე არ ხართ?
მეგობრებო, გილოცავთ დედის დღეს.
დაე, ეს დღე არასდროს დაღამდეს და მარადისობას გადაეფაროს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე - მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„თუ ქრისტიანები ვართ — ჩვენ არა გვაქვს უფლება ცუდად ვიმეტყველოთ...“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე