Digest Logo

„დეპოლარიზაცია კარდიოლოგის ენაზე ნიშნავს, ელექტრული პოტენციალის ცვლილებას გულის კუნთში“ - ნანა გეგეჭკორი

1656098542
ნანა გეგეჭკორი

ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და დეპოლარიზაციას ფიზიოლოგიურად აღწერს, ამ აღწერით ის ცდილობს საზოგადოებას გააგებინოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი, როგორც ადამიანისთვის ისე ქვეყნისთვის.

„დეპოლარიზაცია კარდიოლოგის ენაზე ნიშნავს, ელექტრული პოტენციალის ცვლილებას გულის კუნთში, რომელიც უჯრედ უჯრედ იწვევს მიოკარდიუმის (გულის კუნთის) აგზნებას რაც მოსვენების პოტენციალს გარდაქმნის მოქმედების პოტენციალში და უზრუნველყოფს გულის კუნთის სინქრონულ შეკუმშვას. შედეგად სისხლი გულის ღრუებიდან გადაისროლება მაგისტრალურ სისხლძარღვებში და ასე მარაგდება მთელი ორგანიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადით და სხვა ნივთიერებებით.

დეპოლარიზაციის ფიზიოლოგიური მნიშვნელობით ევროკავშირის რეზოლუცია გვეუბნება, გაავრცელეთ თავისუფლების ევროპული მუხტი უჯრედ უჯრედ (ადამიანიდან ადამიანზე), გადამუხტეთ ერთმანეთი, მოსვენების პოტენციალი მოქმედების პოტენციალად აქციეთ და ერთად შეკუმშეთ კუნთები რაც რუსული მთავრობის გზიდან ჩამოცილებას უზრუნველყოფს.

საინტერესოა, რომელი ევროპარლამენტარი იყო ექიმი წინა ცხოვრებაში.  

P.S. დეპოლარიზაციის ფიზიოლოგია მართლა ასეთია, არ ვხუმრობ. ამ ტექსტს რომ ვკრეფ ესეც კუნთებში დეპოლარიზაციის წყალობით ხდება“, - წერს ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე წაიკითხეთ

🔵„არაადამიანობით უსიამოვნოდ გამაოცა“ „ყველა საათს დაუკარგე ფასი“... - ზვიად ციკოლია ამ პოსტის გამო სკანდალში გაეხვია

🔵„მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„შენი არხის ბავშვებს თავს დაესხა ვიღაც შენნაირი „ევროპელი“, ხმას როდის ამოიღებთ..?“ - ნათია ბერიძე კახა კინწურაშვილს