ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი აღბეჭდილი კადრები კი ხალხის სიმპათიას და სიყვარულს იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადა „ადიშის ოთხთავის“ ფოტოს გვიზიარებს და ყველაზე ძველი სახარების შესახებ წერს:
„ყველაზე ძველი სახარება – „ადიშის ოთხთავი“ რომელიც მწერალმა მიქაელმა კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში სანთლის შუქზე გადაწერა - 897 წელს.
ეს უდიდესი სიწმინდე სვანებმა XVI საუკუნეში ხელნაწერი ოთხთავი ზემო სვანეთში, სოფელ ადიშში გადაიტანეს…
მას შემდეგ, ბევრი რამ გადაიტანა „ადიშის სახარებამ.
ამბობენ, ერთ საღამოს მაჰმადიანმა ჩერქეზებმა გაიტაცეს, რადგანაც სჯეროდათ, რომ მას სასწაული ჯადოსნური უნარი ჰქონდა.
დაეწივნენ ადიშელები და დააბრუნეს სახარება ადიშში.
დღემდე ამბობენ: სვანეთში უკანასკნელი სვანიც, რომ დარჩეს ადიშის ოთხთავს არ დათმობსო.
დღეს სახარება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაცული.
დაილოცოს კურთხეული ჩვენი სვანეთი და სრულიად საქართველო. ამინ!“, - წერს გიორგი ნიკოლავა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შეგიძლია ჩაიცვა კაბა, რომელიც მილიონები ღირს, მაგრამ...“ - კოკო შანელის მთავარი შეგონება ქალებს