2024 წლის 8 აგვისტო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღი, როდესაც ლომის კარიბჭის პორტალი იხსნება. ამ დღეს სამყარო ამყარებს უშუალო კონტაქტს ადამიანებთან, ქმნის უნიკალურ პირობებს ჩვენი გამოვლინებების განსახიერებისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას რიტუალს უზიარებს, რომელიც რვა აგვისტოს უნდა შეასრულონ.
მისი თქმით, 08.08.2024 განსაკუთრებული, სამი რვიანის დღეა და დიდი პორტალია გახსნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილების ასრულების დროა.
„დღეს ძალიან დიდი პორტალია გახსნილი. დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან მარტივ რიტუალს გასწავლით:
აიღეთ ქაღალდის ფურცელი, ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. თქვენკენ გადმოკეცავთ ქაღალდს და დღის განმავლობაში თან გქონდეთ ეს ქაღალდი. ხვალ დილით, 9 აგვისტოს შეგიძლიათ დაწვათ, მადლობა უთხრათ სამყაროს თქვენი სურვილების შესრულებისთვის. ფერფლი გაატანეთ ქარს“, - ამბობს გოგა მანია.
ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ, ბმულზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ილია თოფურია World MMA Awards-ზე წლის საუკეთესო უცხოელი მებრძოლის ნომინაციაშია წარდგენილი