Digest Logo

„დღეს ლაშა უფალთან წარდგება თავისი გაკეთებული უამრავი სიკეთეებით“ - ზურა ხაჩიძე გარდაცვლილ მეგობარზე

1764927770
ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეგობრის, ლაშა ბასლანძის შესახებ წერს, რომლის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. 

„დრო კი არ გარბის, მიფრინავს.

მიჭირს ამის დაწერა მაგრამ დღეს ლაშა უფალთან წარდგება თავისი გაკეთებული უამრავი სიკეთეებით და იმედი მაქვს დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს! ამინ.

მადლობა ლაშას უღალატო ძმობისთვის! მადლობა მამა შალვას დღევანდელი წირვისთვის და ლაშიკოს მოხსენებისთვის,მეგობრობისთვის!“, - წერს ზურა ხაჩიძე. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბასლანძე 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.

ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი 40 წლის იყო.

ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაღლა იფრინე, ჩემო მარადიულო სიყვარულო“ - ელენე ბასლანძე მამის გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

⭕„მოდის ვამპირიზმის ენერგია... იყავით ყურადღებით, ზოგი შეიძლება ჭკუიდან გადადგეს“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს!

⭕„ახალი წლისთვის მზადება მხოლოდ საჩუქრების არჩევა და სადღესასწაულო სუფრის დაგეგმვა არ არის“ - სად დავდგათ ნაძვის ხე ფენ-შუის მიხედვით