
1-ელ სექტემბერს 76 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე გარდაიცვალა.
მას დღეს 4 სექტემბერს უკანასკნელ გზაზე, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიდან გააცილებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანას დისშვილი განო მელითაური წერს და ანრი ჯოხაძის კონცერტიდან გადაღებულ ვიდეოს აზიარებს.
ანრი ჯოხაძემ მანანა მენაბდის ხსოვნას სცენიდან მიუძღვნა სიმღერა.
„დღეს მანანას უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ....მისი საყვარელი მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრიდან......მანანას....შეუდარებელს ..ერთადერთს და განუმეორებელს...“, - წერს განო მელითაური.
„მანანა მენაბდის ხსოვნას💔 დღევანდელი კონცერტის ყველაზე ემოციური მომენტი❤️🙏“, - წერს ანრი ჯოხაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი, რომელსაც იტალიაში მანქანა დაეჯახა