დღეს ტელეწამყვან ნუცა ქავთარაძის დაბადების დღეა. ის არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე და ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის გოგი ქავთარაძის შვილიშვილია. ქმარმა ცოლს დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა.
„ჩემი ცუცას დღეობაა დღეს!.. იმსახურებს და ამიტომაც, ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს მთელი ცხოვრება. ყველაფერში საუკეთესო ხარ და მეამაყები…“, - წერს არჩილ სოლოღაშვილი.
ცნობისთვის, მსახიობი, ქორეოგრაფი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი და ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე 10 წლის წინ დაქორწინდნენ. მათ ჯვარი ლურჯ მონასტერში დაიწერეს.
მაშინ წყვილის ქორწილში ნახევარი თბილისი მაინც იყო სტუმრად, წყვილი კი ჯვრისწერის შემდეგ თაფლობის თვეში ყვარლის ტბაზე გაიპარა, სტუმრებმა კი მათ გარეშე მოილხინეს.
ასევე დაგაინტერესებთ👇