საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.
„დღეს სასაფლაოზე ვიყავი, ძაან იშვიათად დავდივარ, გამოვტყდები და იქ წასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოები მჭირდება ჩემ თავთან.
ვუყურებდი შავ ქვა ფოტოებს და თარიღებს და მარტო იმაზე ვფიქრობდი - რა გაჩხუბებთ, რაზე იგლიჯავთ ნერვებს, რა სერიულ დრამატურგიებში ვართ, რა პოლიტიკა და ნაცობაქოცობა?!
ბოლო სერიაში აქ ვყრივართ ძაან გათანაბრებულები - ერთმანეთისგან მხოლოდ ციფრები განგვასხვავებს
ვიღაცეებთან მოვლენ კვერცხს გაგვიგორებენ, ვიღაცებს ბალახი სარეველად დაედება საბნად
ძაან არ გავიგოთ რა?!
ან იქნებ გავიგებთ?!
ბოტოქსი, ფილერი და ყალბი ახალგაზრდობა ერთნაირად გაიწოვება ქვემოთ, ისევე როგორც მოგონილი კაცობა და ვაჟკაცობა გაქრება მყისიერად.
ადამიანად დაბადებულები, სანამ აქ ვართ, ყოველ დღე - each and every day ბედნიერების შეგრძნების შეგროვების გარდა საერთოდ რატო უნდა ვაკეთოთ რამე?
სიცოცხლის სიხარულით ტკბობას ალტერნატივა არ აქვს - სუფთა ჰაერი, გემრიელი საჭმელი, კარგი მუსიკა, უბრალოება, აღმოჩენები, აღფრთოვანება, ვარსკვლავებიანი ღამეები, ბევრი სიცილი, ხარხარი...
თავგადასავლები ვერაფერს მოვიხვეჭთ ისეთს, რასაც ქვემოთ ჩავიტანთ, თუ ზემოთ ავქაჩავთ- ეგეც საკითხავია“,- წერს თანდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 ტემპერატურა მოიმატებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
🔵 „ამ სტატიის შემდეგ რაღაცნაირი სიმპათია გამიჩნდა პატრიარქის მიმართ“ - რას წერს დომენიკ მანგო