Digest Logo

„დიდ და უსასრულო ბედნიერებას გისურვებ“ - როგორ მიულოცა გიორგი ჭოხონელიძეს ცოლმა დაბადების დღე

1723026181
ანეტა ნიკურაძე

მომღერალ ნატო გელაშვილის შვილს გიორგი ჭოხონელიძეს დაბადების დღე აქვს. ის 27 წლის გახდა.

მას ცოლმა ანეტა ნიკურაძემ იუბილე სოციალურ ქსელში ემოციური სიტყვებით მიულოცა და მისი ფოტოები გამოაქვეყნა.

„დიდ და უსასრულო ბედნიერებას გისურვებ მთელი ჩემი სიყვარულით!“, - ანეტა ნიკურაძე.

ცნობისთვის, გიორგის დაბადების დღე სოციალურ ქსელში ნატო გელაშვილმაც მიულოცა:

„ჩემ პირველ სიხარულს გაუმარჯოს.

27 წელი ერთგულად, უღალატოდ, მეგობრობით და უდიდესი სიყვარულით მოვყევით ცხოვრებას  
გიო, ჭოხო შენ გაგიმარჯოს, დე.

იხარე და იბედნიერე შენს ანესთან და ლუკასთან ერთად… რაც შეგვეხება მე და ლუკას, შენთვის აღმართულ კედლად გეგულებოდებოდეთ ყველგან და ყოველთვის.

მიყვარხარ“, - წერს ნატო გელაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რა მოხდება შენს ორგანიზმში თუ 14 დღის განმავლობაში მიიღებ კურკუმას

„ერთგულად, უღალატოდ, მეგობრობით და უდიდესი სიყვარულით მოვყევით ცხოვრებას“ - ნატო გელაშვილის გულთბილი მილოცვა შვილს

საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველის ასპარეზობას ელოდება