არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი, უფლებადამცვლი ბაია პატარა ფეისბუკის პირად გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მათი ორგანიზაცია კაცებთან იწყებს მუშაობას.
პატარაია წერს, რომ ტოქსიკურმა მასკულონობამ უნდა განიცადოს ტრანსფორმაცია და კაცობაში ასევე შემოვიდეს პასუხისმგებლობა და ზრუნვა, რასაც სჭირდება ემოციების გააზრება და მხარდაჭერა მათთვის, ვინც ზღვარზეა და სჭირდება უსაფრთხო სივრცე.
„დიდი და კარგი ამბავი გვაქვს, საფარი/Sapari იწყებს კაცებთან მუშაობას, რასაც Urchukhishvili Giorgi წაუძღვება და ჩვენც იქ ვიქნებით.
ტოქსიკური მასკულონობამ უნდა განიცადოს ტრანსფორმაცია და კაცობაში ასევე შემოვიდეს პასუხისმგებლობა და ზრუნვა, რასაც სჭირდება ემოციების გააზრება და მხარდაჭერა მათთვის, ვინც ზღვარზეა და სჭირდება უსაფრთხო სივრცე. მოკლედ, კაცებივე იზრუნებენ ერთმანეთზე.
წლებია ვხვდები ხალხს და ვეუბნები, რომ კაცებსაც სჭირდება ახალი იდეა თანამედროვე ჯანსაღი მასკულინობის, რადგან სწორედ ესაა ძალადობის პრევენცია. ხოდა, აი, ვიპოვნეთ ხალხი, ვინც ათწლეულებია სწავლობს და მუშაობს ამ თემებზე შვედეთში - MÀN. დავიწყებთ კვლევით და საქართველოზე მორგებული მეთოდოლოგიით. გულით მიხარია“, - წერს ბაია პატარაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ტაროს კარტები, რაც ახლა ტრიალებს მეინსტრიმში და მათი გაშლა 1000% -ით ეშმაკისეულია“ - ნათია ქოლუსი