Digest Logo

„დიდი წიფლის ქვეშაა დასაფლავებული ჩემი დიდი ბებია და ბაბუა...“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1776103782
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მშობლიურ მხარეზე, გურიაზე საუბრობს:

„გურიაში, ჩემს დედულეთში, ბახვში, დურღანას პირას, დიდი წიფლის ქვეშაა დასაფლავებული ჩემი დიდი ბებია და ბაბუა. ესმა თალაკვაძე და ლადიმე წულაძე. მათი შვილი შაქრო ბაბუას ტყუპისცალი ოცდაექვსი წლის გაბილაც გვერდით ჰყავთ.

სამივეს საფლავი საშუალო ზომის, ჩვეულებრივი რიყის ქვითაა მონიშნული, მეტი არაფერი. საფლაოზე როცა მივდივართ სანთელს ამ ქვებზე ვაწებებთ და ისე ვწვავთ. ქვებს დროთა მანძილზე ხავსი მოხვევია. სააღდგომოდ ხშირად წვიმს და ხავსი განსაკუთრებით ღუნღულა და ხასხასა მწვანეა.

იმ დროის ბევრი საფლავია დურღანას პირას ასე რიყის ხავსმოკიდებული ქვით. როგორც ჩანს მაშინ მიღებული იყო ასე.

ხელმოკლეობის ან მომჭირნეობის ამბავია ვითომ? არ ვიცი, ვერ ვხვდები.

ძალიან ქრისტიანული და ადამიანური კი მგონია. არც მათ ხსოვნას და არც ჩვენ მათ მონაგარს არაფერი, სულ არაფერი დაგვკლებია ამით, უფრო პირიქით“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ულამაზესი გოგო“ - რა კადრებს აქვეყნებს ანი ჯავახი ამსტერდამიდან

⭕ პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, წელს სოფელ შუხუთში ტრადიციულ ლელობურთს არ გამართავენ

🎥 „მამა აჭმევს ჩვილებს დედის საფლავზე...“ - გიგა ცხელიშვილი „შოშიების“ ემოციურ კადრებს აქვეყნებს