Digest Logo

„დისციპლინა არ არის „მონობა“ — ეს არის თავისუფლება“ - რამაზ გიგაური

1771773900
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

იგი ამჯერად თემაზე: „დისციპლინა არ არის „მონობა“ — ეს არის თავისუფლება“ - წერს:

„დისციპლინა არ არის „მონობა“ — ეს არის თავისუფლება.

ოდესმე გქონია შეგრძნება, რომ შენში ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობს?  

ერთი — გონიერი კაპიტანი, რომელმაც ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს წარმატებისთვის. მეორე კი — იმპულსური ბავშვი, რომელსაც ახლა მხოლოდ ტკბილეული, სოციალური ქსელების სქროლვა და საქმის „ხვალისთვის გადადება“ უნდა.

და, სამწუხაროდ, ხშირად სწორედ ეს „ბავშვი“ იგებს ხოლმე.

ჩვენ ამას „სიზარმაცეს“ ვეძახით, საკუთარ თავს მკაცრად განვიკითხავთ და კიდევ უფრო მეტად ვიძირებით დანაშაულის გრძნობაში. მაგრამ სიმართლე სხვაგვარია: პროკრასტინაცია სიზარმაცე არ არის. ეს ჩვენი ტვინის ემოციური თავდაცვის მექანიზმია!  

როცა ამბობ „ხვალ გავაკეთებ“, სინამდვილეში შენ საქმეს კი არ დებ — შენ იმ უსიამოვნო ემოციას (შიშს, მოწყენილობას, დაძაბულობას) გაურბიხარ, რომელიც ამ საქმის დაწყებას ახლავს. ჩვენ დისციპლინა საკუთარი თავის დასჯა გვგონია, მაგრამ სინამდვილეში ის საკუთარი თავის სიყვარულის უმაღლესი ფორმაა. დისციპლინა ნიშნავს, რომ შენ ირჩევ შენს „მომავალ მე-ს“ და არა ახლანდელ, წარმავალ განწყობას.

დაიმახსოვრე: პროკრასტინაცია არის კრედიტი, რომელსაც დღეს სიამოვნებისთვის იღებ, მაგრამ ხვალ სტრესის სახით პროცენტით აბრუნებ. ავირჩიოთ თავისუფლება! “, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქალური ენერგია შემოდის მარცხენა მხარეს...“ - როგორ განვსაზღვროთ საუკეთესო მხარე ძილისთვის: ფენ-შუის სპეციალისტი გვირჩევს

🎥 როგორ გამოვიყენოთ კომპასი ფენ-შუის მიხედვით და რის მოგვარება შეგვიძლია ხელსაწყოთი: თიკა ქოქაშვილის რჩევები

⭕„საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა... ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი“ - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები