Digest Logo

„დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის მძიმე, გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც გამოწვეულია დისტროფინის გენის დაზიანებით“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

1779533355
ჯანდაცვის ექსპერტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დიუშენის დაავადებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი განკურნება, ამ ეტაპზე, თანამედროვე მედიცინისთვის შეუძლებელია.

„დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია (Duchenne Muscular Dystrophy, DMD) არის მძიმე, გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც გამოწვეულია დისტროფინის გენის დაზიანებით. დაავადების სრულად განკურნება თანამედროვე მედიცინას, ამ ეტაპზე, არ შეუძლია“, - აღნიშნავს ექსპერტი და დასძენს, რომ „მედიკამენტი, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ (FDA) გარკვეული პირობებით დაუშვა, ხოლო European Medicines Agency-მ (EMA) მის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა, წარმოადგენს ექსპერიმენტულ/საცდელ გენურ თერაპიას“.

„დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია (Duchenne Muscular Dystrophy, DMD) არის მძიმე, გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც გამოწვეულია დისტროფინის გენის დაზიანებით. დაავადების სრულად განკურნება თანამედროვე მედიცინას, ამ ეტაპზე, არ შეუძლია.

მედიკამენტი, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ (FDA) გარკვეული პირობებით დაუშვა, ხოლო European Medicines Agency-მ (EMA) მის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა, წარმოადგენს ექსპერიმენტულ/საცდელ გენურ თერაპიას. მისი მიზანი არ არის დაავადების სრული განკურნება ან სიცოცხლის დადასტურებულად გახანგრძლივება, არამედ კვლევა იმისა, შეუძლია თუ არა გარკვეულ პაციენტებში სიმპტომების ნაწილობრივი შემსუბუქება ან დაავადების პროგრესირების გარკვეული შენელება.ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ზუსტი ინფორმაცია როგორც შესაძლო სარგებელზე, ისე შესაძლო რისკებზე, რადგან მსგავსი თერაპიები ჯერ კიდევ აქტიური სამეცნიერო შეფასებისა და დაკვირვების პროცესშია“, - აღნიშნულია გიორგი ფხაკაძის მიერ გავრცელებულ ფეისბუკპოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნალექი, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

⭕„ადამიანი ის არის, რასაც ირჩევს“ - რას წერს გია მურღულია

⭕როგორ გავააქტიუროთ 23 მაისის ენერგია? - თამუნა იოსელიანის რჩევები