Digest Logo

„დონარა იყო უბადლო ოსტატი, ნამდვილი არტისტი თავისი საქმის“ - ირაკლი ლომაია მეგობარს ემშვიდობება

1761302710
ირაკლი ლომაია

ქართველი მოგზაური და მსახიობი ირაკლი ლომაია, რომელიც კანადის მოქალაქეა და უმეტესწილად იქ ცხოვრობს, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს უზიარებს.

ამჯერად იგი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მსახიობი დონა­რა გვრიტიშვილი გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც მისი პოსტიდან ვიგებთ, გარდაცვლილი მსახიობი მისი კარგი მეგობარი და კოლეგა იყო, რომელთანაც უამრავი კარგი მოგონება აკავშირებდა.

„უიშვიათესად ლამაზი კადრები გადავიღეთ იმ დღეს მე და დონარამ — თითქოს გუშინ იყო ეს.

დიდხანს ბეჭდავდნენ მის სილამაზეს პრესის პირველ გვერდებზე… დონარა იყო უბადლო ოსტატი, ნამდვილი არტისტი თავისი საქმის.

მისი ჩემდამი მეგობრობა წლების სიღრმეს ითვლის — ჩვენმა მეგობრობამ დროის გამოცდას გაუძლო და კიდევ უფრო გაღრმავდა. მისი გენიალური მონო-სპექტაკლი „გლოდები საყვარელო“ დღემდე ბრწყინავს და იბრწყინებს მარადჟამიერად. ვისაც ეს ნამუშევარი არ უნახავს - უბრალოდ, დიდი სულიერი სიამოვნება დაუკარგავს.

მე დონარა მიყვარს - სულით, გულით, მთელი არსებით როგორც ჩემი უმაგრესი მეგობარი.
ის არ იყო მხოლოდ მსახიობი ან კოლეგა ჩემთვის - დონარა არის ჩემი შვილის ნათლია, ოჯახის წევრი, ჩემი გულის ნაწილი.

ძალიან მიჭირს ამ სიტყვების წერა… არ მჯერა, რომ ამას დონარაზე ვწერ.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიცოცხლეში შეუყვარდა ეს დიდებული ქალბატონი.
დონარა დარჩება მარად ნათლად, სინათლედ, შთაგონებად ჩვენთვის“, - წერს ირაკლი ლომაია.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს 69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გვრი­ტიშ­ვი­ლი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა, რომ ეს ჩემთვის კარიერის ბოლო სეზონი იყოს“ - გურამ კაშია

⭕ბაბი კირკიტაძის საშემოდგომო ლუქი - „ელეგანტური და დახვეწილი“

⭕„ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს“ - რეკომენდაციები 24 ოქტომბრისთვის თაკო მელიქიშვილისგან