Digest Logo

„დროებითი ხმაური ყოველთვის ჩაივლის, სიმართლე კი უცვლელი დარჩება, ვამაყობ, რომ აქ ვარ“ - „გარდენია შევარდნაძის“ თანამშრომელი

1775073648
ბუკა ჭიტაძე

ერთ-ერთმა მოქალაქემ 30 მარტს ცნობილი ფლორისტისა და მებაღის ზურა შევარდნაძის წინააღმდეგ შრომის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა და მისი განცხადებით, შესაბამის რეაგირებას ელოდება.

როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობდა, მასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ხოლო მოქალაქის თქმით, მიზეზის გარკვევის მცდელობისას მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო. ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ თემას გამოეხმაურა „გარდენია შევარდნაძის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ბუკა ჩიტაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 5 წელია ამ გუნდის წევრია და ამით ამაყობს:

„კაცი ბჭობდა….. ღმერთი იცინოდაო.

უკვე 5 წელია ამ გუნდის წევრი ვარ და ჩემთვის ეს ადგილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სამსახური. ყველამ, ვინც აქ ვმუშაობთ, ვიცით, რამხელა შრომა, ამაგი და სიყვარული დევს ამ საქმეში.

დროებითი ხმაური ყოველთვის ჩაივლის, სიმართლე კი უცვლელი დარჩება.

მალე ყველაფერი დაწყნარდება, ყველა თავის ნამდვილ სახეს დაუბრუნდება და ჩვენ ისევ იმ საქმეს გავაგრძელებთ, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.

მე ვამაყობ, რომ აქ ვარ“, - წერს ბუკა ჩიტაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 წითელი კლდეები, უდაბნოს სიჩუმე და შთამბეჭდავი ხედები - ნოე სულაბერიძის და ირაკლი მაქაცარიას მოგზაურობა

🎥 „19 საათი ვიფრინეთ, საკმაოდ გრძელი გზაა, თუმცა აქ მხოლოდ გასართობად არ ჩამოვსულვართ...“ - „პრაიმ შოუ“ ლას-ვეგასიდან

🎥 „ბზიკების“ სიმღერაზე აცეკვებული „ევროვიზიის“ მონაწილეები