Digest Logo

🎥 „ბზიკების“ სიმღერაზე აცეკვებული „ევროვიზიის“ მონაწილეები

1775069092

„ბზიკების“ ევროვიზიის სიმღერა  უკვე გლობალური „ტრენდია“. მასზე „ევროვიზიის“ მონაწილეები აცეკვდნენ, რისი ამსახველი კადრებიც „პირველმა არხმა“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, ევროვიზია 2026-ზე საქართველოს სახელით „ბზიკები“ წარდგებიან.

ცნობისთვის, გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის სიმღერით საბავშვო ევროვიზიის პირველი ქართველი გამარჯვებულები, 2008 წელს გახდნენ.

დაახლოებით 18-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი სცენაზე, საბავშვო ევროვიზია 2025-ზე ისევ გამოჩნდა და დიდი ოვაციები დაიმსახურა.

ევროვიზია 2026 ვენაში მაისში გაიმართება. „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს იმღერებენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მამასი...“ - ნოდიკო ტატიშვილი პატარა კესანეს ახალ ფოტოს გვიზიარებს

„პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია! რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია, ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი“ - „გარდენიას“ თანამშრომელი

„წლების წინ მითხრეს, არ იმღერო, არ დაუკრა, მოკეტე, სახლში იჯექი, საჭმელები გამიკეთეო...“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი