Digest Logo

🎥 „ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი...ყველა პრობლემა მკიდია...“ - რა ვიდეოს ავრცელებს გიორგი ჯობავა ამაზონის ჯუნგლებიდან, რომელიც ეკვადორში გაძარცვეს?

1751920643
გიორგი ჯობავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა, რაც „იუთუბიზე“ გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა. 

მისმა მეუღლემ, სალი წვერავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკვადორში ჩასული გიორგი ჯობავა გაძარცვეს. მას გეზი ამაზონის ჯუნგლებისკენ ჰქონდა აღებული. ამჯერად კი თავად გიორგი ჯობავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს ჯუნგლებიდან, სადაც ამბობს რომ კარგად არის და ყველა პრობლემას გაუმკლავდება:

„კარგად ვარ, ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი, ინტერნეტიც ალაგ-ალაგ იჭერს, ყველაფერი მომპარეს… მალე ვიქნები დედაქალაქში, დანარჩენს ვნახავ, ჩავუჯდები და ყველაფერს მოგიყვებით…

ახლა რაღაც რესტორანთან გავჩერდი, რომ უბრალოდ ეს ვიდეო დამედო.

ყველას უღრმესი მადლობა, ახლა აღვადგინე ინსტაგრამი, თვალი შევავლე კომენტარებს და უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად. საუკეთესო ერის საუკეთესო შვილები ხართ.

სალი, ყველა პრობლემა მკიდია, ყველაფერს დედას ვუტირებთ, მთავარია, რომ შენი ჩახუტება შემიძლია, დანარჩენი სულერთია.

მალე ჩამოვალ, აღარ ინერვიულო“, - წერს გიორგი ჯობავა ვიდეოზე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Gio Jobava 🎥 (@giojobava)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემზე მამაცი ხარ...ასეთი მინდოდა რომ ყოფილიყავი!...“ - ქრისტინე იმედაძე ქალიშვილს იუბილეს ულოცავს

🎥 „ცრემლების გარეშე შეუძლებელია...“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია თიკა ფაცაციას სიმღერის პრემიერიდან?

⭕ „ჩვენ გვავიწყდება, რომ ქრისტეა მხსნელი ცოდვისაგან და არა მე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე