Digest Logo

რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია

1609855724
სოფიკო ჭიაურელი

სოფიკო ჭიაურელი - ქალი, რომელმაც ქართული კინოს აღორძინებას სათავე დაუდო, ის ვისი სახელიც იმ პერიოდის საქართველოში იყო სახე წარმატებული ქალის, დედის და მსახიობის, ეს იყო ქალი, რომელმაც ყოფა შეიცვალა, ადამიანთა გულებში კი შეუცვლელი დარჩა დღემდე.

სოფიკოს პირველი მეუღლე კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იყო, ისინი ტოლები იყვნენ. მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, მერე კი სიყვარულში გადაიზარდა. 19 წლისანი დაქორწინდნენ - ეს იყო 1955 წელი… ჰყავთ 2 შვილი - ნიკუშა და სანდრო.

სოფიკო ჭიაურელი 2008 წლის 2 მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცველების შემდეგ მისი სახელი და დიდება არ დასრულებულა.

სოფიკოს შვილი ნიკუშა შენგელაია დედის შესახებ ხშირად საუბრობს და იხსენებს მის როლს ცხოვრებაში და სოფიკოს წარმატების და მძიმე ცხოვრების ეპიზოდებს.

„სოფიკო საერთოდ მეგობრული იყო და ყველას თან გადაყოლა უყვარდა - მეგობარი იყო, კოლეგა, მეზობელი თუ სხვა... ასეთივე იყო შვილებთან!“ - ამბობს ნიკუშა შენგელაია.

ნიკუშა დღეს ცნობილი მხატვარია და ის ერთ-ერთ ინტერვიუში გულდაწყვეტილი ამბობს, რომ სოფიკო ვერ დახატა, ასევე ნიკუშა დედის მიერ დატოვებულ ანდერძს ემოციურად იხსენებს და ცდილობს სოფიკოს სახელი და დიდება პირნათლად გააგრძელოს.

„ყოველდღე მადლობა უთხარი უფალს, როდესაც შენ მზეს დაინახავო და ის დღე უქმად არ დაკარგოო, ისე გაირბენს დრო, ნიკუშა, რომ უკან მოხედვას ვერ მოასწრებო შენ შეგიძლია ბევრად მეტი დატოვო და უფრო მეტი დაიხარჯო ადამინებისთვის, ვიდრე მე გიყურებო... სოფიკოს ეს ანდერძი დღემდე მაწუხებს და ვცდილობ მაქსიმალურად შევუსრულო ის“- ამბობს ნიკუშა შენგელაია.

„არასდროს იფიქრო, რო ვიღაცაზე მეტი ხარ თუ შეგიძლია გააკეთე სიკეთე და გაიარეო“- ეუბნებოდა ნიკუშას დედა.

როგორც ნიკუშა შენგელაია ამბობს, სოფიკო თავადაც ამ გზა ადგა. ამას მაშინ მიხვდა, როდესაც მის დაკრძალვაზე აბსოლუტურად უცნობი მადლიერი ადამიანები მივიდნენ:

„თეატრში, რომ იყო გასვენება ხალხი ფანჯრებიდან ძვრებოდა. სოფიკოს დაკრძალვაზე ახალგაზრდა ქალი შვილთან ერთად მოვიდა, რომელმაც ყურში ჩამჩურჩულა ჩემი შვილის სიცოცხლე სოფიკოს დამსახურებააო. აი, ასე დებდა სიკეთეს და მიდოდა...“- იხსენებს ნიკუშა შენგელაია.

„სოფიკო ძალიან ენერგიული იყო და დაკავებულობის მიუხედავად, შვილების თუ ოჯახის მოვლას ყოველთვის კარგად ახერხებდა. თითქმის ყოველდღე ჰქონდა რეპეტიციები და გადაღებები, მაგრამ ყველაფერს ასწრებდა. მკაცრი არასოდეს ყოფილა, უფრო პედაგოგიურად და მეგობრულად გვზრდიდა. თუ რამეს დავაშავებდით, ყველაზე დიდი სიმკაცრე დედისგან ის იყო, რომ მთელი დღე გაგვებუტებოდა და ხმას არ გვცემდა. მაშინ ვხვდებოდით, რომ ცუდად მოვიქეცით... საერთოდ არ იცოდა დაყვირება და გაბრაზება. აღმზრდელობითი, სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. სოფიკო საერთოდ მეგობრული იყო და ყველას თან გადაყოლა უყვარდა –მეგობარი იყო, კოლეგა, მეზობელი თუ სხვა... ასეთივე იყო შვილებთან!“- ამბობს ნიკუშა.

 

ეკა ჭი­ჭი­ნა­ძე ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლე და შე­სა­ბა­მი­სად, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლის რძა­ლია.

ერთ-ერთ ინტერვიუში ეკა დედამთილის ხასიათის შესახებ ჰყვება და საუბრობს რის გამო დასცინოდა რძალს სოფიკო.

„სო­ფი­კოს არ ახა­სი­ა­თებ­და რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბის მო­ცე­მა, თუ რა­ი­მეს შე­ე­კი­თხე­ბო­დი, ამომ­წუ­რა­ვად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გი­პა­სუ­ხებ­და, მაგ­რამ დაჯ­დო­მა და ჭკუ­ის და­რი­გე­ბა არ სჩ­ვე­ო­და. მე თუ მკი­თხავთ, სწო­რა­დაც იქ­ცე­ო­და. სა­ერ­თო­დაც, არ ერე­ო­და არა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში, მათ შო­რის არც სა­კუ­თა­რი შვი­ლის. თუ დახ­მა­რე­ბის­თვის მიხ­ვი­დო­დი მას­თან, ყვე­ლა­ფერ­ში გა­მო­გიწ­ვდი­და ხელს, თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებ­და ყვე­ლას. ეს გახ­ლდათ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ყვე­ლა უყ­ვარ­და, არ მახ­სოვს, მას ვინ­მე­ზე რა­ი­მე ცუდი ეთ­ქვა. რაც დრო გა­დი­ო­და, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მოვ­ყავ­დი. ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­ვით ძლი­ე­რი იყო, მარ­ტი­ვად ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხებ­და მისი წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას. ამას­თა­ნა­ვე, იყო ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი. ახლა რომ გა­დავ­ხე­დავ ხოლ­მე მის ცხოვ­რე­ბას, კი­დევ ერთხელ ვრწმუნ­დე­ბი, რომ ყვე­ლა მისი ნა­ბი­ჯი და საქ­ცი­ე­ლი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი იყო. მარ­თა­ლი და სწო­რი ადა­მი­ა­ნი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვა­კე­თო. გა­მო­გი­ტყდე­ბით და როცა რა­მეს ვა­კე­თებ, ვფიქ­რობ, ეს სო­ფი­კოს მო­ე­წო­ნე­ბო­და თუ იტყო­და, ეს რა უბე­დუ­რე­ბა­აო (იღი­მე­ბა), ეს შეგ­რძნე­ბა ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მექ­ნე­ბა“- ამბობს ეკა ჭიჭინაძე.

სოფიკო, უმძიმეს დაავადებას ებრძოდა და ცხოვრების ბოლო პერიოდი ქიმიების და საზღვარგარეთ მკურნალობაში გაატარა.

როგორც ეკა ჭიჭინაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, სოფიკო იმედიანად იყო და ფიქრობდა, რომ 5-6 წელი მაინც იცოცხლებდა.

„იცო­და, რო­გორ არ იცო­და, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მო­ე­რე­ო­და. ფიქ­რობ­და, რომ 5-6 წელი კი­დევ იცო­ცხლებ­და და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით მკურ­ნა­ლობ­და, სულ მო­ლო­დინ­ში იყო, ფიქ­რობ­და, ახლა მკურ­ნა­ლო­ბის ამ კურსს და­ვამ­თავ­რებ და კარ­გად ვიქ­ნე­ბიო. არას­დროს და­უ­წუ­წუ­ნია, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ ცდი­ლობ­და არ გა­მო­ე­ხა­ტა, არ იყო ბუ­ნე­ბით წუ­წუ­ნა. ბო­ლომ­დე იბ­რძო­და, ეგო­ნა, რომ დრო კი­დევ ჰქონ­და, მაგ­რამ ამ სა­ში­ნელ­მა ავად­მყო­ფო­ბამ დან­დო­ბა არ იცის“- ამბობს სოფიკო ჭიარელის რძალი.

Სოფიკოს პირველი მეუღლე კინორეჟისორი გიორგი შენგელაიას გარდა მეორე სიყვარული 1972 წლიდან ეწვია. კოტე მახარაძე სოფიკოს გულისმპყრობელი აღმოჩნდა. 1980 წელს დაქორწინდნენ და Წყვილმა ერთად 30 წელი იცხოვრა.

 

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები⤵️

Მაგ ქალს ნუ მიხსენებთ - გიორგი შენგელაიას სიძულვილით დასრულებული სიყვარულის ამბავი და სოფიკოს 2 ქმარი

ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ

პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები

როცა მიჭირს, ჩემი გარდაცვლილი შვილი მეხმარება იმქვეყნიდან - ცოტა რამ მამა შალვას საერო და სასულიერო ცხოვრებიდან