Digest Logo

„ძალიან დიდი დანაკლისია...“ - გიორგი კალანდია ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება

1793881249
გიორგი კალანდია

დღეს, 5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი და ტელეწამყვანი გიორგი კალანდია ეხმაურება და კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

                     „ძალიან დიდი დანაკლისია ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის ამ ქვეყნიდან წასვლა.

                              ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, - წერს გიორგი კალანდია.

ცნობისთვის, ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 7 თებერვალს. იგი იყო ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).

1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად.

1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში - საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი იყო. ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში.

პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“.

დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს...“ - ანრი ჯოხაძე ნუნუ დუღაშვილზე

⭕ „43 და 3 შვილი, წინ 44-ია…“ - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნანუკა გულუამ და რას წერს მსახიობი სოციალურ ქსელში

⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე

✕