დღეს, 5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში მომღერალი და ტელეწამყვანი ანრი ჯოხაძე ეხმაურება:
„წავიდა დიდებული კომპოზიტორი, ჩემი უფროსი მეგობარი, ჩვენი ქვეყნის სიამაყე ნუნუ დუღაშვილი.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს“, - წერს ანრი ჯოხაძე.
ცნობისთვის, ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 7 თებერვალს. იგი იყო ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).
1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად.
1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში - საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი იყო. ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში.
პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“.
დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე