
ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული გენადი (გენო) სულთანიშვილის ფოტოს აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ იქნებ სადმე ცოცხალი იპოვონ.
„გენადი (გენო) სულთანიშვილი. სოფელ გლოლის მკვიდრი. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა, ე.წ კოტეჯების ადგილას. ანსამბლ „ბუბას „წევრი (სოფელი გლოლა) არაჩვეულებრივი ადამიანი, კოლორიტული, რაჭული ხალხური სიმღერის კარგი მცოდნე. ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანი.
სამწუხაროს ის არ გამოჩნდა
ძალიან დიდი ტკივილია!
იმედს მაინც არ ვკარგავ!“, - წერს გიორგი უშიკიშვილი.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს შოვი დაიმეწყრა, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: