15 ივნისს სტიქიამ გურჯაანი სერიოზულად დააზარალა. დაიტბორა ქალაქის ცენტრალური, თავისუფლების ქუჩა, დაზიანდა ლაგოდეხიდან გურჯაანში შესასვლელი გზის ნაწილი, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხდა და აიკრძალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ქეთი მექერიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კახეთში დატრიალებული ამბები შოვის ტრაგედიის ფონზე გაიხსენა.
„15 ივნისს გურჯაანში მომხდარი სტიქიის შემდეგ ერთი დიდი პოსტი დავწერე თან ფოტოებიც დავურთე.....
7 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადეს, მე პირადად 3 აგვისტოდან ვგლოვობ და ხვალინდელ დღეს (8 აგვისტოს) კიდევ უფრო დამძიმდება ემოციური ფონი..... 2020 წელს ერთ რაჭველ გოგონას ჩემსავით დაუწერია პოსტი და გამოუქვეყნებია ფოტოსურათებთან ერთად თუ რა უბედურება შეიძლება დატყდომოდა შოვს... დღეს მარტო დარჩა საყვარელი ადამიანების და ახლობლების გარეშე....
როგორ ფიქრობთ 15 ივნისის შემდეგ რა ხდება გურჯაანში?? ტონობით ქვა-ღორღი ისევ ხევის ნაპირებზე ყრია.... ხევის კალაპოტი ჩახერგილია. ყოველი წვიმის შემდეგ ხევი მიედინება სამანქანო გზაზე... 15 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ქუჩები ისევ ათხრილია... 15 ივნისის დროს დამტვრეული ხეები (გურჯაანის სასამართლოს მიმდებარედ და არა მხოლოდ) ისევ ხევის პირზეა გაშლილი... სტიქიისგან დაზიანებული მილებიდან ისევ წყალი მოჩქებს.... მილებს ზემოდან ცელოფნები მოახვიეს წყლის შესაკავებლად...
დღეს ნასტიქიარ ქუჩებზე გადაადგილება ძალიან რთულია... იცით 22 ივნისს რა მითხრეს გამგეობის თანამშრომლებმა (ხევის გრუხუნით შეშინებულმა რომ შევაწუხე ზარებით. ნასტიქიარ ადგილზე გზაა ჩახერგილი და როგორ მოვიდეთო მკითხეს.... თქვენი ჯიპებითთქო ვუპასუხე..... სუფთა ბოტასებით მოვიდნენ ციმციმ) არ გვაქვს საკმარისი თანხა, რომ სამუშაოები დავიწყოთო..
ეს ხევიც ადიდდება შეიძლება მსგავსი მასშტაბის სტიქია არ დაგვატყდეს თავს, მაგრამ არავინ იცის...
მთავარია წუხდნენ, გული შესტკიოდეთ და ცდილობდნენ იმ შესაძლებლობის ფარგლებში მაინც რამის გაკეთებას რა საშუალებაც აქვთ, მაგრამ არაფერს აკეთებენ.... თითქმის ორი თვე გავიდა... ამასობაში ორი დიდი კონცერტი კი დააფინანსეს ჩვენი ხევის თავზე დიდი მხიარულება გამართეს...
ზუსტად ვიცი ვინ წაიკითხავს და რას იფიქრებს, მაგრამ სამარცხვინოდ გახლეჩილ ორივე მხარეს მინდა გკითხოთ (და კიდევ მიჩუნათებულ მესამე მხარესაც "0" რეაქციით რომ სხედხართ და არ იმჩნევთ არაფერს საკუთარ ტყავში კომფორტულად გახვეულები) ვის მივმართო? ვინ არის ვალდებული, პასუხისმგებელი ჩვენს ძვირფას სიცოცხლეზე...
ვისი ბრალი იქნება თუ ერთხელ ჩვენი ხევის გადარევასაც მოჰყვება მსხვერპლი?“, - წერს ქეთი მექერიშვილი.
ცნობისთვის, გურჯაანში 15 ივნისს მდინარეების - ახტალისხევის და ნავთისხევის ადიდების შედეგად წყალმა კალაპოტი გაარღვია. წყალდიდობამ დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დატბორა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: