დავით დუდუ დადიანი, რობერტ დადიანისა და გურანდა ტყავაძის ვაჟი, ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო დადიანის შთამომავალი პოპულარული კალათბურთელი გახლდათ.
დუდუ დადიანის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა.
👉 რა კავშირია დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობას შორის - აქამდე უცნობი ამბავი
ის 2002 წლის იანვარში, დღისით, თბილისში სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. ამ ბოროტმოქმედებას რამდენიმე თვითმხილველი შეესწრო, მაგრამ მკვლელი მიიმალა და ვინაობა დღემდე დაუდგენელია.
გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, ისტორიკოსი, გიორგი კალანდია იხსენებს.
👉 აზარტული თამაშები, უიღბლო სიყვარული და 3 ტყვია - დუდუ დადიანის პორტრეტი
„ძალიან დიდი უსამართლობაა დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის! ის ჩვენს შორის რომ არ დააბიჯებს ესეც დიდი ტკივილია! საჯიშე ქართველი, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების გამორჩეული სახე იყო! ეს დღეებია დუდუ ხშირად მახსენდება და ძალიან გული მწყდება, რომ მისი ოქროსფერი სახე, ცისფერი თვალები და განუმეორებელი კეთილშობილება ჩვენს შორის არ ანათებს.
ღმერთმა აცხონოს დუდუ დადიანი იქ, სადაც არის! მახსოვს ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მისი ნივთები, ფოტოები, სპორტული სამოსი და ბლოკნოტიც კი შევაგროვე და ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადავეცი, ეს სიძველესაცავი ინახავს ახლა მის ხსოვნას საუკუნოდ“, - წერს გიორგი კალანდია.
ასევე დაგაინტერესებთ👇