იაპონელი კომპოზიტორი, მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი რიუიჩი საკამოტო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი იყო, ვინც პოპულარულ სიმღერებში ელექტრონული მუსიკის გამოყენება დაიწყო.
აღნიშნულ სამწუხარო ინფორმაციას ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი დიდი შემოქმედის გარდაცვალება. საოცარი რიუიჩი საკამოტო
არასდროს დამავიწყდება, როდესაც ვუთხარი ჩემი აღფრთოვანება მის მიმართ, ისე შეიცხადა, ისეთი პატივისცემით და სიხარულით მიიღო, თითქოს პირველი ვიყავი მისთვის
ეს არის მაღალი კულტურა.
ჩვენი შეხვედრა ბერლინალეს არქივიდან“, - წერს ბაკურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „ვამაყობ შენით ძმაო“ - რას წერს ზაზა ფაჩულია ხვიჩა კვარაცხელიაზე