გამომცემლობების, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ მფლობელებმა ტელეიმედის სახე მარიკა ბაკურაძე 15 - წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე - ერთი მესიჯით დაითხოვეს.
როგორც ბაკურაძე აცხადებს, იგი ეჭვობს, რომ გამომცემლობების ხელმძღვანელები მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას იჩენენ.
აღნიშნულ ფაქტს ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში ეხმაურება და ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძეს, მხარდაჭერას უცხადებს.
„ეს ჩემი მეგობარი მარიკა ბაკურაძეა.
ნიჭიერი, განათლებული, საქმიანი, პასუხისმგებლობიანი, საიმედო, კულტურული, წესიერი, ერთგული და სხვა არაერთი სიკეთით გამორჩეული.
სულ ტყუილად ცდილობთ მის დამუნათებას თუნდაც იმიტომ, რომ "იმედზე" მუშაობს.
სულ ტყუილად ლანძღავთ იმის გამო, რომ უსამართლობას ვერ იტანს ან იმის გამო, რომ შეუძლია გულისტკივილის საჯაროდ გამოხატვა.
ამ გოგოს იმდენი კარგი აქვს გაკეთებული ადამიანებისთვის, რომ გამლანძღველებსა და დამმუნათებლებს არათუ დაესიზმრებათ, თავად არც გაუკეთებიათ.
ჰოდა, შეეშვით ამ გოგოზე აუგის თქმას და თქვენი საქმე გააკეთეთ.
გააკეთეთ ადამიანებისთვის და ქვეყნისთვის“,- წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მომვარდა ტელევიზიის საგრიმიოროში და მაისურში ხელები ჩამიყო“ - ნინო ჭელიძე