
მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, იუბილარია.
მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, რისთვისაც საზოგადოებას მადლობას უხდის:
„უღრმესი მადლობა ყველას, ბედნიერი ადამიანი ვარ რომ თქვენ მყავხართ.
თქვენი ყოველი თბილი და კეთილი სურვილი უდიდესი სტიმული და ბედნიერებაა ჩემთვის. ეს არის ენერგია, რომელიც მთელი წელი გამყვება და უდიდეს ძალას მომცემს.
ძალიან გულის ამაჩუყებელია იმის შეგრძნება, რომ ჩემს გვერდით ასეთი კეთილი და გულღია ადამიანები არიან.
უდიდესი მადლობა ამ ემოციისთვის. მიყვარხართ!“, - წერს ლელა მებურიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მსოფლიო გიგანტმა ესპანურმა გამომცემლობამ „დედა და ილია“ ესპანურად გამოსცა“ - გიორგი კეკელიძე
⭕ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში - ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა