Digest Logo

„ყოველი მოგზაურობა სრულყოფილი ხდება, როცა მისი ხელი ჩემს ხელშია...“ - არუნ ხათრი ცოლთან ერთად ფლორენციაში იმყოფება

1758650032
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად არუნ ხათრიმ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ წყვილი ფლორენციაში მოგზაურობს:

„ფლორენციის ულამაზესი ტაძრის წინ რომ ვიდექი, კიდევ ერთხელ გავიგე, რომ ამ ქალაქის ნამდვილი სილამაზე მხოლოდ ხელოვნებასა და ისტორიაში კი არა, არამედ იმ მომენტებშია, რომელსაც ერთად ვიზიარებთ.

ყოველი მოგზაურობა სრულყოფილი ხდება, როცა მისი ხელი ჩემს ხელშია, ყოველი ხედვა უფრო ლამაზი ხდება, როცა გვერდით მყავს.

ფლორენციამ დაგვიტოვა მოგონებები, მაგრამ მისი გული ბევრად ადრე მაჩუქა“, - წერს არუნ ხათრი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მსოფლიო გიგანტმა ესპანურმა გამომცემლობამ „დედა და ილია“ ესპანურად გამოსცა“ - გიორგი კეკელიძე

ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში - ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა

🎥 „არაფერი ამშვენებს ქალს ისე, როგორც ახდენილი ოცნებები და მიღწეული მიზნები“ - თამო ვაშალომიძის კადრები მილანის მოდის კვირეულიდან