Digest Logo

„მსოფლიო გიგანტმა ესპანურმა გამომცემლობამ „დედა და ილია“ ესპანურად გამოსცა“ - გიორგი კეკელიძე

1758649212
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისი წიგნი „დედა და ილია“ ესპანურმა გამომცემლობამ ესპანურად გადათარგმნა:

„მსოფლიო გიგანტმა ესპანურმა გამომცემლობამ - Editorial Espasa -მ „დედა და ილია“ ესპანურად გამოსცა.

გამომცემლობა უდიდეს ესპანურენოვან ჰოლდინგს, Grupo Planeta -ს ეკუთვნის და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

შესაბამისად, ერთი ქალის ისტორია - ისტორია სისხლის, დევნის, ოკუპაციის, ჭუბერის ჯოჯოხეთის, ემიგრაციის, არდანებებისა და გამარჯვების უამრავი მკითხველს მისწვდება“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, ეს არის წიგნი, რომელიც მსოფლიოს დაუჯერებელ ისტორიას მოუყვება ქალზე, რომლის შვილიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქალზე, რომელმაც სოხუმიდან ალიკანტემდე დიდი და ტრაგიკული გზა გაიარა და ამ გამარჯვების თანაზიარი გახდა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში - ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა

🎥 „არაფერი ამშვენებს ქალს ისე, როგორც ახდენილი ოცნებები და მიღწეული მიზნები“ - თამო ვაშალომიძის კადრები მილანის მოდის კვირეულიდან

„შევცვალოთ ცხოვრების წესი, დავაბალანსოთ დღის რეჟიმი, მოვიშოროთ მავნე ჩვევები და დავნერგოთ ჯანსაღი პრაქტიკები“ - მიმდინარე კვირის ასტროტენდენციები