
მუსიკოსი - ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ - ნანი ბრეგვაძისა და მისი შვილის - ეკა მამალაძის შესახებ წერს.
„პირველ ფოტოში რაჭაში ვართ, ჩემი სახლის აივანზე, მეორე ფოტოში კი ათი ათასი მსმენელის წინაშე „ბლექ სი არენაზე“ შეკვეთილში.
უკვე მრავალი წელია ორივე ატმოსფეროში (შინაურული და სცენური) თანაბრად ვმეგობრობთ და ვურთიერთობთ, არადა იყო დრო ჩემთვის თანაკლასელის მშობელი რომ იყო.
ძალიან მიყვარს საოცარი დედის ბრწყინვალე შვილი, რომელიც თავად გახდა ბრწყინვალე შვილების საოცარი დედა.
ამავდროულად რომანსის ნანისეული სკოლის ღირსეული მემკვიდრე, იშვიათი გემოვნებით და სისადავით, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრის თანხლებისას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შინაურულ თუ სასცენო გარემოში…
ღმერთმა ბედნიერი, ჯანმრთელი და დღეგრძელი გვიმყოფოს ჩვენი ეკა მამალაძე. არ მოაკლდეს სცენა და ერთგული მსმენელი. წარმატებები და ღვთის წყალობა!“, - წერს მუსიკოსი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს