
ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ამჯერად მუსიკოსმა სოციალური ქსელის გამომწერებს ახალ ფოტოებთან ერთად, შთამაგონებელი პოსტიც გაუზიარა:
„ძალიან რთულია ადამიანის, ზოგადად სულის მოღვაწეობა აქ, ამ დედამიწაზე!
რთულია გაიგო თუ რატომ ვარ მისი და ან ძმა, ან მისი შვილი ან მეუღლე ან საერთოდ მეგობარი, მოყვასი თუ მტერი....
შემთხვევითი ხომ უბრალოდ გაღიმებაც კი არ არსებობს!
ცხოვრების გზა მიედინება, კითხვებით სავსე ადამიანი დგას გზის პირას და ფიქრობს, ნეტავი რამდენი უნდა გავიხარო, ან ვიტირო დარჩენილი ცხოვრების გზაზე კიდევ!
ურთულესია რაიმეს დაპროგრამება, მაშინ როდესაც სამყაროს ქაოსში მოთავსებული ხარ მათემატიკური განზომილების მქონე არსებობით, მოვლენებით, განგებით და ბედისწერით!
პასუხი სიჩუმის მიღმაა....
ერთადერთი გზა! წინსწრაფვა, გაუთავებელი კითხვები და რწმენა!
გზა სინათლისაკენ!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქვემო ქართლში ქმარმა ცოლი მოკლა - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
⭕ნატალია ქუთათელაძე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს - მეცო-სოპრანო ზღვისპირეთში ისვენებს