Digest Logo

„ძალიან საყვარელი სიცილი ჰქონდა, გოგო თანამედროვე რაღაცებს უნდა ავუწყოთ ფეხიო, მითხრა...“ - გიორგი ნემსაძეს მეგობარი ემშვიდობება

1792596596
გიორგი ნემსაძე

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას მეგობარი ქეთი ყიფშიძე ემშვიდობება, რომელმაც სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა:

„აქ 2006 თუ 2007 წელია. ინტერვიუ ერთად ჩავწერეთ, როგორც ორმა მეგობარმა და თან ორივე „ნახალოვკაში“ ვიყავით გაზრდილები და იქაურ ამბებს ვიხსენებდით, ბევრი ვიცინეთ.

მე რონალდინიო ძალიან მიყვარდა, ეს იცოდა და შარშან, თბილისში რომ იყო ჩამოსული რონალდინიო, ნემსამ მესინჯერში მომწერა, თუ გინდა, მოდი, გაგაცნობო. მე კიდევ სოციალურ ქსელებზე „ნოთიფიქეიშენი“ არ მაქვს და მეორე დღეს ვნახე მონაწერი.

გადავირიე, დავურეკე, ბიჭო, თინეიჯერი ხომ არ ხარ, რა „მესენჯერებს“ იყენებ, რატომ ჩვეულებრივად არ მომწერე -მეთქი.

იცინოდა…

აი, ძალიან საყვარელი სიცილი ჰქონდა - გოგო თანამედროვე რაღაცებს უნდა ავუწყოთ ფეხიო, მითხრა.

ახლა ვფიქრობ, რა ბედნიერებაა, რომ ეს პატარა მოგონებები რჩება ადამიანებისგან… მისი ხმა, სიცილი, ერთი ჩვეულებრივი მესიჯი ...

როგორ მენანები, ნემსა“, - წერს ქეთი ყიფშიძე. 

გიორგი ნემსაძემ  1992–2004 წლებში ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში გუნდს კაპიტნობდა.

 კარიერა დაიწყო და დაასრულა თბილისის „დინამოში“. ასევე თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „შევარდენსა“ და „ლოკომოტივში“. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონია. 

იგი თამაშობდა გერმანულ „ჰომბურგში“, თურქულ „ტრაბზონსფორში“, შვეიცარიულ „გრასჰოფერში“ და იტალიურ „რეჯანაში“. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“, სადაც კაპიტანი იყო და 2010 წელს კლუბის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი დიდი გამარჯვება იცით რა არის? პირველი ფოტოდან მეორე შედეგამდე რომ მივედი“ - ლორენ მასხულია ტრანსფორმაციაზე

⭕„მიყვარხარ, კაპიტანო! საუკეთესო ხარ, უფრო ძლიერი დაბრუნდები“ - ქართველი ფეხბურთელების ემოციური გზავნილები კვარაცხელიას

⭕„ყველანი შენთან ვართ ამ ბრძოლაში, ძმაო... ღმერთმა დაგლოცოს“ - ხვიჩა კვარაცხელიას PSG-დან თანაგუნდელები ამხნევებენ

✕