Digest Logo

„ძალიან ცუდად ვარ... ახლა ისე მიჭირს, როგორც არასდროს...“ - რას წერს გივიკო დიდია

1661594943
გივიკო დიდია

მომღერალი და ბლოგერი გივიკო დიდია, რომელიც გურიაში ბებოსთან ერთად ცხოვრობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ წლებია საშინელ დეპრესიას ებრძვის. 

„მიუხედავად იმისა, რომ არ მეტყობა, ძალიან ცუდად ვარ ჩემო მეგობრებო და წლებია საშინელ დეპრესიას ვებრძვი.

ახლა ისე მიჭირს, როგორც არასდროს, მაგრამ მაინც ბრძოლას მიჩვეული კაცი ვარ და მარტივად არ ვნებდები. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვისაც გულწრფელად გიყვარვართ და ერთი თბილი სიტყვის თქმა რომ არ გენანებათ არასდროს. თქვენ მაძლევთ ძალას ყოველდღე.

თქვენ მაგრძნობინებთ რომ გჭირდებით. ოჯახს გეფიცებით გაუცნობლად მეძვირფასებით და ძალიან გიფრთხილდებით უკვე ბევრი წელია...  

მაპატიეთ ჩემი გულწრფელობა. ხომ მიცნობთ, სხვანაირად არ შემიძლია. ყოლიფერ საუკეთესოს, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ. სიყვარულით, გივიკო გაჯენჯილი“ - წერს გივიკო დიდია. 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბრძოლა გადარჩენისთვის - ბორჯომში ხანძრისას გადაღებული შოკის მომგვრელი კადრები (ფოტორეპორტაჟი)

🔵„სასწაული რამ ხდება მეგობრებო, ქუთაისში დაფრინდა ბორტი, რომლის 200 მგზავრს წარმოდგენა არა აქვთ რომელ ქვეყანაში და ქალაქში არიან“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე

🔵შორენა ბეგაშვილმა ლუვრის მუზეუმი მოინახულა - ფოტოები