Digest Logo

„ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო, მიწა გამომაცალე შენი წასვლით ჩემო უსაყვარლესო“ - თამარ ივერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1720957760
თამარ ივერი სიყვარულზე

ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას მეგობარი გარდაეცვალა, რომელსაც ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

„ძალიან ცუდად ვარ! არ მინდა დავიჯერო. რამხელა ტკივილი მომაყენე ჩემო ქოთქოთა.

ჩემი ნანუჩი, ჩემი ერთგული ადამიანი, ჩემი პიანისტი, მთელი კარიერის მანძილზე ჩემი იმედი გამიფრინდა. ყველა სასცენო როლი მასთან მქონდა ნასწავლი. ჩემთვის არასდროს არ ენანებოდა დრო. გადაკეტავდა კარს და 4 საათი ჩემი თამრიკო მყავს, არ შემაწუხოთო.  სახლში სულ ჩემი სურათები და დისკები ედო. ჯერ ივეტა მასწავლებლის წასვლამ გამანადგურა და ახლა შენ…. 

ნანა, არ ვიცი როგორ ვიცხოვრო უშენოდ?

მიწა გამომაცალე შენი წასვლით ჩემო უსაყვარლესო,უბოროტო,პირდაპირო,ხმამაღალო და უპატიოსნესო ადამიანო.

მშვიდობით ჩემო ერთგულო ადამიანო, ჩემო ტკივილო, როდისმე იქაც შევხვდებით და იქ გავაგრძელოთ მეცადინეობა…

დონ კარლოსზე…..ჯამბაზებზე….დონ ჟუანზე…..ბოჰემაზე … თავზარი დამეცი ნანა“, - წერს თამარ ივერი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეჰ, რა კარგი იქნებოდა მყავდეს ოჯახი, 7/8 შვილი, უამრავი სითბო და სიყვარული, მაგრამ არა!“ - რას წერს ტარიელ სუარი

უცხოა თუ არა სულისთვის ფული და რას გვაძლევს სამყაროსთან სწორი, პატიოსანი ენერგიის გაცვლა

🎥 ნუნუ გაბუნიას იუბილე პირდაპირ ეთერში მიულოცეს - „ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდ შემოქმედებით გზას კიდევ ძალიან დიდხანს“