
მუსიკოსი, ია ფარულავას ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მომავალში მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე.
„ცოტა დავითვერი პაპაშვილების ღვინითა და ვფიქრობ: ეჰ, რა კარგი იქნებოდა, რომ მყავდეს ოჯახი, 7/8 შვილი, უამრავი სითბო და სიყვარული, მაგრამ არა! მე დრაკონის წელში დაბადებული თხის რქა გახლავართ, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგი და აქვს მიზნები.
მიზნები, რომლის განსახორციელებლად ყველა პირობა მომცა ღმერთმა და ეს არის კლასიკური გიტარის პოპულარიზაცია! ღმერთმა 100 წელი მაცოცხლოს, მაგრამ ჩემი სიკვდილის შემდეგ, (როდესაც არ უნდა მოხდეს ეს) კლასიკური გიტარა 40 დღით დაიმარხება, რის შემდეგაც ნელ-ნელა აღმოცენდებიან კლასიკოსი გიტარისტები, რომლებიც ეცდებიან ეს დარგი ლელოსავით გაიტანონ და დაამიწონ სრულიად საქართველოს მასშტაბით, რის შემდეგაც ასე 70/80 წლის შემდეგ საქართველოში აღარავინ მოუსმენს ამ @ლეურ ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას, რომელზედაც დღესდღეობით ჩვენი გოიმი მოსახლეობის 99% ანძ@ევს, არამედ ყველაფერი იქნება სრულიად სხვაგვარად.
მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ვალერიან შიუკაშვილის ფასდაუდებელი ღვაწლის გამო! მე ახლა ამ ყოველივეს ნაადრევად ვამბობ, მაგრამ სულ რაღაც 100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება საქართველოში ფანოღი და იაფფასიანი დეგენერატული მუსიკა.
ისე, რომ გაუმარჯოს ნამდვილ, უნივერსალურ და ღვთაებრივ კლასიკურ მუსიკას საქართველოში“, - წერს ტარიელ სუარი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უცხოა თუ არა სულისთვის ფული და რას გვაძლევს სამყაროსთან სწორი, პატიოსანი ენერგიის გაცვლა