ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ასწლოვანი ხის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასახულია ადამიანის მიერ დაზიანებული მცენარე.
„ამის გამკეთებელ ღორებს, ალბათ გგონიათ, რომ ადამიანები ხართ და ალბათ გგონიათ, რომ ეს საქმე, კაცის მოკვლაზე ნაკლები საქმეა.
ასწლოვანი ხისთვის, დრელით ფესვების დახვრეტა და შიგნით მანქანის ზეთის ჩასხმა ალბათ საამაყო საქმე გგონიათ.
ღამით როგორ გძინავთ, თქვენი უსისხლო დედა ვატირე მართლა.
ბოდიში ბავშვებთან, შეიგინო კიარა, ძარღვები გაგისკდება ამის დანახვისას.
ეს უზარმაზარი ხე, მალე გახმება და ამის გამკეთებელი, ისევ ისეთი ღორისგაჩენილი იქნება, როგორიც აქამდე იყო“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უფალმა სიკეთე და დღეგრძელობა მოგცეს“ - კირა ანდრონიკაშვილი ელდარ შენგელაიას დაბადების დღეს ულოცავს