შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ სტიქიის ადგილზე კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
დილიდან, რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი 140 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, ვერტმფრენებით გამოიყვანეს. უკვე შესრულდა 9 რეისი. უსაფრთხო ადგილას გამოყვანილებს შორის ერთი თვეების ჩვილიც არის.
სოციალურ ქსელში იმ ოჯახის წევრი პოსტს აქვეყნებს, რომელიც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა.
„ჩემი შვილი, 4 წლის შვილიშვილი და რძალი დამიბრუნა ღმერთმა. იმ კოტეჯებში ცხოვრობდნენ, გარეთ იყვნენ როცა მთა წამოვიდა. ბავშვი ხელში ეჭირა ჩემ შვილს და რძალი წინიდან აწვებოდა, რომ არ წაქცეულიყვნენ. მერე ვერ მოერივნენ დარტყმას და წააქცია მეწყერმა, ძლივს ეჭირა ცოლ-შვილი რომ მეწყერს არ წაეღო. მერე ბეჭებზე შეისვა შვილი და ოთხზე ხოხვით გამოიყვანა, შიგ მეწყერში იდგნენ, ვერსად მივდიოდითო, ტყის შემოვლით რაჭველი ბიჭები მისულა, გაუდიათ ფიცრები და ისე გამოუყვანიათ, ღმერთმა დალოცოს ყველა.
ვერტმფრენი ძალიან გვიან მივიდა, დრონით იპოვეს ჩემები და გამოიყვანეს. მეზობლები ხეზე ასულან, ხიანად მოუგლეჯია და წაუღია, ღმერთო რა გადაიტანეს ვერც ვხსნი. მადლობა ღმერთს, რომ უკვე სახლში არიან, ღერთო ყველას დაუბრუნე მისი ოჯახის წევრი მშვიდობით“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
შოვში მაშველებმა კიდევ 4 ცხედარი იპოვეს
„განმეორების საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს“ - გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი