Digest Logo

„ძნელია და საშინელი, როცა შენს ზურგს უკან საუბრობენ, ლაფს გასხამენ და ამ დროს, შენ აზრზე არ ხარ“ - ვინ გაანაწყენა ტელეწამყვანი?

1726041492
 გიორგი ჯაჯანიძე

„დედაა, რა ძნელია და საშინელი, როცა შენს ზურგს უკან საუბრობენ, ლაფს გასხამენ და ამ დროს, შენ აზრზე არ ხარ, თან გიღიმიან „პატივისცემას“ გამოხატავენ და „სიყვარულით“ გესალმებიან“, - ამის შესახებ ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, ღმერთი ყველაფერს ხედავს და ისმენს.

„დედაა, რა ძნელია და საშინელი, როცა შენს ზურგს უკან საუბრობენ, ლაფს გასხამენ და ამ დროს, შენ აზრზე არ ხარ, თან გიღიმიან „პატივისცემას“ გამოხატავენ და „სიყვარულით“ გესალმებიან.

ამაზე საშინელი იცით რა არის კიდევ? მთქმელი რომ არ გყავს და გულშემატკივარი, რომ გაგაფრთხილონ, საქმის კურსში ჩაგაყენონ, სულ მცირე, რომ გაფრთხილდე და თავი დაიცვა.

როცა კვამლია, აუცილებლად აალდება. რამდენი დაკვირვება და დაფიქრებაა საჭირო. დღეს ადამიანებს სათვალთვალო კამერების და ტელეფონზე მოსმენის შიში აქვთ, ის კი არ იციან, თუმცა იციან, მაგრამ ვერ იაზრებენ, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ისმენს.

ფრთხილი, წინდახედული, ჭკვიანი, ნიჭიერი, განათლებული, სულიერად მდიდარი, ლაღი და სიყვარულით სავსე - მერე, მერე მოვლენ ადამიანები, აგირევენ გონებას და დაგღუპავენ.

როგორ? ადვილად! დაგაჯერებენ რომ შენი ერთგულები არიან, ჩაგაგდებენ ამპარტავნებაში და მორჩა.
იუდას კოცნა“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ინგას სიკვდილი აღარ უნდოდა, რადგან უკვე მკვდარი იყო... მკვდარი იყო და ხალხს უმალავდა“ - ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ილია თოფურიას დედაზე იწერება

⭕„პირველ ტაიმში არ გამოგვდიოდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, მეორე ტაიმში უფრო გამოგვივიდა... წინ კიდევ ბევრი თამაშია და ყველაფერი შესაძლებელია“ - ხვიჩა კვარაცხელია

⭕ „ეს აღნიშვნა ბევრს ეშლება“ - რას ნიშნავს გიორგი ქოჩორაშვილის გოლების აღნიშვნის ჟესტი