Digest Logo

„ძუძუთი კვება ამცირებს კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, როგორც დედებში, ასევე ბავშვებში“ - გიორგი ფხაკაძე

1690968049
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე - Digest.ge

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ძუძუთი კვების სარგებლიანობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ლაქტაცია ამცირებს ისეთი არაგადამდები დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში.

„1-7 აგვისტო ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულია.

კვლევები ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს ისეთი არაგადამდები დაავადებების რისკს, როგორიცაა კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში.

რეკომენდაცია დედებისთვის: 

– დაიწყეთ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში.

– ამყოფეთ ბავშვი ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში.

– განაგრძეთ ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე ან უფრო დიდხანს“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს

🔵„მომრავლდა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც აქვთ შეცვლილი გემოვნება“ - თამარ გაგოშიძე

🔵„სოსო ჯაჭვლიანი საქართველოში დაბრუნდა“ - უახლესი ინფორმაცია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე