Digest Logo

„ძვირფასო Gen-Z გაბრაზდი, გეხვეწები, გაბრაზდი - შენ უნდა გადაწყვიტო რომელ ქვეყნებში ვიფრენთ პირდაპირი რეისებით...“ - გიგა მაქარაშვილის წერილი ახალგაზრდებს

1684488837
გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასა და საქართველოსთან პირდაპირი ფერების აღდგენასთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო Gen-Z, ამ წერილს თუ კითხულობ, გამოდის რუსული ბომბები ისევ ამცდა, მეც ინტერნეტის ანძასაც და ელექტრო სადგურსაც, სტარლინკსაც  როგორც უკვე მიხვდი უკრაინიდან გწერ, კიევში ვარ ახლა. ახლა კი არა, წელიწადზე მეტია აქ ვარ და ბევრი დამიგროვდა სათქმელი. ჩემი პირადი სათქმელი, ჩვენი ჯარისკაცების სათქმელი და იმ ყოჩაღი უკრაინელებისაც, აგერ 15 თვეა რუსულ ბოროტებას რომ ანგრევენ... ჰო და ჩემო, არსაიდან, გვირაბის ბოლოს გამოჩენილო სინათლე Gen-Z, ახლა მძიმე ტვირთი უნდა აგკიდო, სიმართლე უნდა გითხრა! შენ გარეშე არაფერი გამოვა! შენი გადასაწყვეტია როგორი უნდა იყოს ხვალინდელი საქართველო, შენ უნდა აირჩიო მარშრუტი! შენ უნდა მოხაზო მომავლის კონტურები. შენ უნდა გადაწყვიტო რომელ ქვეყნებში ვიფრენთ პირდაპირი რეისებით. სად ისწავლი, სად და როგორ სამსახურში იმუშავებ, როგორი იქნება შენი ქვეყნის ჯანდაცვა, უსაფრთხოება, სამართლიანობა! მართლა ეგრეა! ვიცი მძიმეა, განა ვის მოსწონს ასეთი პასუხისმგებლობების კისერზე ჩამოკიდება?! ბევრი კითხვა გაქვს. ეგეც ვიცი. ბუნებრივია ეგ.ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ახლა შენ შემოგყურებთ. გელოდებით და მზად ვართ ზურგში დაგიდგეთ. შენს ზურგს დავიცავთ, რომ მილიონჯერ მოქნეული დანა აგაცილოთ და როგორმე მხოლოდ წინ ყურება შეძლო. ჩვენ შენამდე მოვიტანეთ ეს ქვეყანა. ჰო, მძიმე დღეში მყოფი, მაგრამ მოვიტანეთ ისეთი, როგორც მოვიტანეთ. ჩვენამდე, ჩვენმა მშობლებმა იბრძოლეს და მათთან ერთად სრულ საგიჟეთში ვიარეთ. მათ კიდევ უფრო მეტად უჭირდათ. არ მინდა ბევრი დრო დაგახარჯინო წარსულის ქექვაში, მაგრამ იცოდე, არცერთი ევროპული ოჯახი შვილს არ გააჩენდა ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩემი თაობა გაჩნდა. ეს უკვე ჩემი მშობლების თაობის დაუჯერებელი გმირობის ამბავია. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.ჰო და ყველამ ერთად შევძელით ის, რომ შენ თავისუფალ ქვეყანაში დაიბადე, თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიან წევრად გაჩნდი (ამ პოსტის კითხვის პარალელურად, სმარტფონიდან შეგიძლია ბერლინის ბილეთები იყიდო და საღამოს საშრიალოდ გაფრინდე - ჩემ დროს თვეები უნდა მდგარიყავი საელჩოს რიგში და ვიზას ყოველ მეშვიდეს აძლევდნენ) და მთელი სამყარო ხელის გულზე გაქვს. ისწავლე, იგრიალე, იმუშავე სადაც და როგორც გინდა... იცოდე დიდი ფორა გაქვს. ჰო და არ გაანიავო ეგ უპირატესობა, შენ გენაცვალე! ახლა ეგ ყველაფერი ძალიან დიდ საფრთხეშია  15 წუთში პირდაპირი რეისი ჯდება დედამ***ლი მოსკოვიდან. ჰო, თბილისში ჯდება. ჰო, რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი... და ეს არ გეგონოს ერთი რიგითი ფრენა. იცოდე, ეს რეისი საბედისწეროა! შეიძლება ვეღარც ბერლინებში იფრინო, ვეღარც უცხოურ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე იოცნებო, ვეღარც საოცნებო კომპანიაში მუშაობაზე...ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს! გაბრაზდი, გეხვეწები, გაბრაზდი! ზურგს ჩვენ გაგიმაგრებთ. ყველა დარტყმას ჩვენ მივიღებთ. ოღონდ შენ გაბრაზდი და ხმა ამოიღე. გაბრაზდი, დაიძახე და ქუდზე კაცი მოვალთ!ერთად კიდევ ყველაფერი გამოგვდის ხოლმე!ახლაც გამოგვივა!რუსეთის დედას შ***ცი!“ - წერს გიგა მაქარაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვის რას მოუტანს 19 მაისის ახალმთვარეობა

🔵„აბა მამაკაცებო, რაღად გინდათ ცოლი, მისი ტვინის ჭამა, მისგან სალონის, ბოტოქს/ფილერების შმოტკების, რესტორნების ფულების თხოვა“ - თამარ ივერი

🔵„დღეს ახალმთვარეობაა - მოერიდეთ ფულის გასესხება-სესხებას“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის“ - თამაზ ლომიძე