
ცოტა ხნის წინ მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო.
იგი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
მალიბუმ ძველი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა, რაც ბებიას მიუძღვნა.
მუსიკის ახალ ვერსიას „იუთუბიზე“ მოისმენთ:
„ეძღვნება ჩემს მერი ბებოს.
ძველი ჰანგი ახლა თქვენია, ყველა პლატფორმაზე დაიდება მალე, ვერ გალოდინეთ კიდევ, ამიტომ, ჯერ მხოლოდ ჩემს Youtube არხზე შეძლებთ მოსმენას.
მიყვარხართ. მადლობა თითოეულ თქვენგანს.
ღმერთმა იცის, როგორ ვნერვიულობ“, - წერს მალიბუ ტუღუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნატალია ქუთათელაძე მამის გარდაცვალების შემდეგ არქივიდან ოჯახურ კადრებს აქვეყნებს