მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილის მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
39 წლის ქალი საბერძნეთში 14 ივლისს გარდაიცვალა.
ერთი წლის თავთან დაკავშირებით მარიკუნას შვილმა ირინა ქიქოძემ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გაავრცელა:
„დღეს თითქოს ძალიან სწრაფად გავიდა ერთი წელი, რასაც ვერ ვიტყოდი ტკივილზე, რომელიც მას მოჰყვა და დრო და დრო უფრო და უფრო მძიმდება.
მახსოვს როგორ ველაპარაკე ზუსტად ერთი წლის წინ დედაჩემს. გრძნობას, რომელიც ამის გახსენება იწვევს უდიდეს სიცარიელეს და განცდას აღვივებს ჩემში. ყოველი დღე შენთვის არის დე, შენ ჩემთვის ხარ ყოველთვის ცოცხალი“, – წერს ირინა ქიქოძე.
ასევე დაგაინტერესებთ: