Digest Logo

„ეჰ, წუთით მაინც დამაბრუნა ბავშვობაში... ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი, რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში“ - გივიკო დიდიას ემოციური პოსტი

1747414275
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.

ამჯერად იგი აქვეყნებს პოსტს, სადაც ბავშვობის წლებზე წერს, რომელიც გურიაში გაატარა.

„ეჰ წუთით მაინც დამაბრუნა ბავშვობაში, როცა მთელი ოჯახი ვიყავით ერთად.  მაშინ ჩემს ქუჩაზე, ყველა სახლში სინათლე იყო. შემოღამება და ღია ფანჯრებიდან გადაძახილი მომენატრა, სა ხარ გადმოი.

გავიდა დრო და თან ბევრი ადამიანი გაჰყვა. ახლა ძველებურად მხიარული აღარ არის სახლები. ფანჯრებს მიღმა, ვერც სინათლეს დაინახავ. ისე მძიმედ დგანან, სევდით სავსე არიანო იფიქრებს კაცი. მაშინ სხვანაირი იყო ირგვლივ ყველაფერი, უფრო მეამიტი, ლაღი, ხალხიც, მე ასე მგონია.

მენატრება ყველაფერი ძველი, ჩემი ოჯახიდან და ჩემი ქუჩიდან წასული ადამიანები, მეზობლობის ასე ლამაზი წრე რომ ჩამოაყალიბეს ჩემს ცნობიერებაში. გული მწყდება რომ იმ დროში ვერაფრით დავბრუნდები.

დამიჯერეთ, ნახევარ სიცოცხლესაც დავთმობდი რომ შემეძლოს, ისევ უდარდელად ბავშვობის გატარება გურიაში“, -- წერს გივიკო დიდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნუცა ბუზალაძე ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

⭕„გზავნილი ღამით - როდესაც შიში გიპყრობს, შეჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი

⭕„17-18 მაისი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გავიაროთ...“ - ქეთი ოდიშელი საზოგადოებას აფრთხილებს!