Digest Logo

ეკა კახიანი შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

1740163923
ეკა კახიანი

ყველასთვის საყვარელი მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი ასევე ცნობილი ოჯახის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ქალიშვილია. ეკას პირველი ქორწინებიდან ასევე ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებაში ორი ქალიშვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინა. დედის კვალს მხოლოდ ნინი გაჰყვა, ანასტასია და ქეთო კი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან. ეკასა და მისი ქალიშვილების ფოტოები სოციალურ ქსელში ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ რთულია, გაარჩიო, რომელია დედა და რომელი - შვილი, რადგან მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება.

ამჯერად უმშვენიერესი ეკა კახიანი სოციალურ ქსელში ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.